საერთაშორისო კომპანია “EGT Georgia” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: უმაღლესი განათლება
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- ოპერატიული, სწრაფი და ენერგიული;
- დისციპლინირებული;
- შრომისმოყვარე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე.
ენები:
- ქართული - ძალიან კარგად (ვერბალური / წერითი)
- რუსული - კარგად (ვერბალური / წერითი)
- ინგლისური - კარგად (ვერბალური / წერითი)
კომპიუტერული პროგრამები:
- ორის ბუღალტერია (სავალდებულოა)
- MS Office (სავალდებულოა)
ძირითადი მოვალეობები:
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
- ბუღალტრული / პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება / შესაბამისი გატარებების მიცემა;
- ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპეარაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი / შედარება პარტნიორებთან;
- ინვოისების მომზადება / პარტნიორებთან გადაგზავნა;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენის უნარი;
- საგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობის გამოცდილება, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
- ყოველთვიური/წლიური ფინანსური რეპორტინგის მომზადება;
- კომპანიის ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ბაზის შესწავლა, შესაბამისი პროცედურის გავლა, ინვენტარიზაციის დროულად და ეფექტურად ჩატარებაში მონაწილეობის მიღება, შედარება, შედეგების პროგრამაში ასახვა;
- საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
- სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
- კონფიდენციალურობის დაცვა.