ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
2xP PRIORITY GM Pharmaceuticals
თარიღები: 11 მარ - 09 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300 - 1500
ენები: ინგლისური რუსული
უშიშროება/დაცვა:  ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
GM Pharma წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

GM Pharma -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharma აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა.
გრაფიკი: ცვლიანი
ანაზღაურება: 1300 – 1500 ლარი (კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით)

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • სამეთვალყურეო სისტემების მეშვეობით მონიტორინგის წარმოება კანონდებლობისა და კომპანიაში მოქმედი წესების შესაბამისად;
  • ვიდეო-კამერების ჩანაწერების კონტროლი, ანალიზი და რისკების დადგენა;
  • BMS სისტემის მონიტორინგი;
  • დარღვევებისა და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დაუყონებლივი ინფორმირება და შესაბამისი რეაგირება;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ტექნიკური პრობლემის მყისიერი იდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და პუნქტუალობა;
გუნდური მუშაობის უნარი;.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 11 აპრილისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.