"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონულ ოფისებში.
ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობის ჰიბრიდულ მოდელს;
- პროფესიული განვითარების მხარდაჭერას;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველწლიური აუდიტის გეგმის შემუშავება;
- ბიზნეს რისკების გამოვლენა და შეფასება;
- საკონტროლო გარემოს ეფექტური ტესტირების შემუშავება;
- შიდა კონტროლის სისტემების ადეკვატურობის შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება მათ გასაუმჯობესებლად;
- აუდიტის პროგრამის შედგენა, აუდიტის ჩატარება, დოკუმენტირება და რეპორტინგი;
- აუდიტის სრულყოფილი ანგარიშგების მომზადება შემუშავებული ფორმატის შესაბამისად, პირისპირი და წერილობითი კომუნიკაცია მონაწილე მხარეებთან;
- აუდიტთან დაკავშირებული მასალებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტში (დაზღვევა, ბანკი, მიკროსაფინანსო) ან აუდიტორულ კომპანიაში შიდა აუდიტის მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, როგორც წერილობით ასევე ვერბალურად;
- საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: jobs@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2025 წელი
ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.