გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY Alliance Palace
თარიღები: 11 მარ - 09 აპრ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@alliancepalace.ge
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“,  რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

სამუშაო აღწერილობა:
  • დაამყაროს პროფესიული ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან/კომპანიებთან;
  • იმუშაოს კლიენტებთან/კომპანიებთან შექმნილი ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე;
  • რეგულარულად განახორციელოს ისეთი ადმინისტრაციული მოვალეობები, როგორიცაა გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, ღონისძიებების გამართვის მოთხოვნის ფორმების მომზადება და დისტრიბუცია, ინვოისების გაგზავნა, კვარტლური და ყოველთვიური გაყიდვების რეპორტების მომზადება და სხვა ზოგადი მოვალეობები;
  • ეფექტურად დაგეგმოს პირადი სამუშაო განრიგი, მოახდინოს ამოცანების და მოვალეობების პრიორიტეტულობის განსაზღვრა;
  • საკონტაქტო პირებს დროულად და პროფესიონალურად მიაწოდოს ინფორმაცია სასტუმროსთან დაკავშირებით;
  • აწარმოოს Sales-Call-ები;
  • მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში, რათა მაქსიმალურად გაზარდოს სასტუმროს გაყიდვების შესაძლებლობები;
  • მუდმივად განაახლოს და მოაწესრიგოს სასტუმროსთან დაკავშირებული საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
  • სხვადასხვა დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
  • დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და პარტნიორებთან;
  • უზრუნველყოს დროული  პასუხი სატელეფონო ზარებზე; 
  • უზრუნველყოს მარკეტინგული მასალების სწორი ფორმით გავრცელება

მოთხოვნები:
  • სასტუმრო სფეროშინ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პროგრამა Opera-ს ცოდნა

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „გაყიდვების მენეჯერი“. 

ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!