საკონდიტრო საწარმოს დირექტორი

ოზურგეთი სრული განაკვეთი სანდომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოების/ქარხნის მართვა
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს ,,ვასაძის პური“ აცხადებს ვაკანსიას  ოზურგეთის საკონდიტრო საწარმო -,,სანდომის“ დირექტორის პოზიციაზე.

ობიექტი მდებარეობს ქალაქ ოზურგეთში, სოფ. მაკვანეთში.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით).

ფუნქცია/მოვალეობები:
  • კომპანიის გაყიდვების ზრდა.
  • გაყიდვების მონიტორინგი და დისტრიბუციის მართვა;
  • საწარმოო პროცესების კონტროლი: ახალი პროდუქციის შექმნისა და ასორტიმენტის ზრდაზე ზრუნვა;
  • გუნდის ეფექტური მართვა;
  • კომპანიის განვითარებაზე მუდმივი ზრდა.

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საწარმოო პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ფინანსების მართვის და ანალიტიკის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა;
  • აპლიკანტი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

პიროვნული მახასიათებლები:
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და მათი სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
  • სიახლეებსა და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ: 
  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე  ელ. მისამართზე: sandomicareer@gmail.com  და  სათაურის (subject) ველში, აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.