ფინანსური ანალიტიკოსი
თარიღები: 10 მარ - 08 აპრ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 - 3000
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსური ანალიტიკოსი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@eltbg.com
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იელთი ჯგუფი“ ეძებს გუნდის წევრს ,,ფინანსური ანალიტიკოსის“ პოზიციაზე. 
იელთი ჯგუფი“ 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და  განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. 
“იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას  ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. 
კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ. 
სამუშაო გრაფიკი:  სრული (კვირაში 40სთ) 
ლოკაცია:  ბათუმი 
ანაზღაურება: 2000 ლარიდან 3000 ლარამდე 
 
ჩვენი შემოთავაზებაა: 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა; 
  • წახალისების სისტემა; 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ოპერატიული, ანალიტიკური და ფინანსური რეპორტების მომზადება; 
  • პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშების მომზადება; 
  • ფინანსური ანგარიშების ანალიზი ფინანსური კოეფიციენტებისა და სხვა მაჩვენებლების გამოყვანის გზით; 
  • გადახრების კონტროლი, ანალიზი და შესაბამისი მიზეზების მიწოდება მენეჯმენტისათვის; 
  • კომპანიის ბიუჯეტის შედგენის  პროცესში აქტიური მონაწილეობა; 
  • ბუღალტრულად თვის დახურვის პროცედურების მონიტორინგი; 
  • ბუღალტრულ პროგრამაში ბუღალტრული ინფორმაციის შეყვანის სისწორის და ზედნადები ხარჯების გადანაწილების მონიტორინგი; 
  • გარე აუდიტორებთან ურთიერთობა; 
  • სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება;  
  • სხვადასხვა დეპარტამენტების მუშაობის ანალიზი და შედეგების გაზიარება მენეჯმენტთან. 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი, ფინანსების, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • რეპორტინგის და/ან ანალიტიკის მიმართულებით 1 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება. 
  • Excel - ძალიან კარგად ცოდნა; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; 
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; 
 
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები: 
  • დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი; 
  • გუნდში მუშაობის უნარი; 
  • ოპერატიულობა და  ახლის სწრაფად ათვისების უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი; 
  • სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,ფინანსური ანალიტიკოსის“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. 
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით! 
წარმატებებს გისურვებთ!