მარკეტინგის და სოციალური მედიის მენეჯერი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 10 მარ - 18 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ბი-თი-ელი (BTL) ზოგადი მარკეტინგი ინტერნეტ მარკეტინგი საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები მარკეტინგის მენეჯერი ხელოვნება/მედია:  მედია მარკეტინგი/გაყიდვები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Recruitment9@hh.ge

HH Recruitment ( www.HH.ge) ეძებს კანდიდანტს მარკეტინგის და სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე ერთი-ერთი კომპანიისთვის მუსიკალური ინდუსტრიის მიმართულებით.  


ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის და მისი ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის, გეგმების შემუშავება, მართვა და შემდგომი მონიტორინგი.
  • წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი მონიტორინგი.
  • ბაზარზე ბრენდების პოზიციონირების განსაზღვრა და მისი გაუმჯობესება.
  • საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება.
  • მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და კოორდინირება.
  • ციფრული არხებისთვის სამიზნე აუდიტორიის შესწავლა და საჭირო კამპანიების განხორციელება სხვადასხვა არხების გამოყენებით. შესაბამისი პოსტების მომზადება სამი facebook გვერდისთვის და სხვა ციფრული არხებისთვის.
  • პრეზენტაციების, ბანერების დიზაინისა და სხვა საიმიჯო მასალების დიზაინის შექმნა.
  • საკომუნიკაციო ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ურთიერთობების გაღრმავება კომპანიის უკეთ პოზიციონირებისათვის.
  • ციფრული კამპანიების ეფექტურობის შეფასება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება (რეპორტინგი).
  • Google Ads და Display Ads-ების ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • სფეროში არსებული ტრენდების მონიტორინგი
  • კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედია მენეჯერის, მარკეტინგის მენეჯერის ან სპეციალისტის პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office ცოდნა.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მეილზე: Recruitment9@hh.ge