დიზელ-გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროების სერვის-ინჟინერი
2xP PRIORITY ვი დი სი
თარიღები: 11 მარ - 31 მარ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 2000
ენები: ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@vdc.ge
ვაკანსიის დასახელება: დიზელ-გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროების სერვის-ინჟინერი 
დამსაქმებელი: შპს „ვიდისი“ 
ორგანიზაციის შესახებ: კომპანია „ვიდისი“ არის ენერგეტიკული მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკა, მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და მომსახურეობების შეთავაზება დამკვეთებისათვის. 
კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია, მოტივირებული ადამიანებით. 
კომპანია „ვიდისი“ არის სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს საკუთარ სეგმენტში  და ავითარებს ენერგეტიკულ ბაზარს საქართველოში. ჩვენს ანგარიშზეა ქვეყანაში შესრულებული არაერთი ენერგეტიკული პროექტი, „ვიდისი“-ს კმაყოფილ კლიენტთა სიაშია უმსხვილესი სახელმწიფო თუ კერძო შემსყიდველები მთელი ქვეყნის მასშტაბით. 
 
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ: 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
  • მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს; 
  • პროფესიულ განვითარებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 

ფუნქციები: 

  • დიზელ-გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროების (UPS) დაზიანების იდენტიფიცირება; 
  • დაზიანებული დეტალების შეკეთება ან/და ახლით ჩანაცვლება; 
  • გაწერილი პროცედური მიხედვით გეგმიური სერვისის უზრუნველყოფა; 
  • დიზელ-გენერატორების, უწყვეტი კვების წყაროების, აკუმულატორების ინსტალაცია/ექსპლოატაციაში გაშვება. 

მოთხოვნები: 

  • სასურველია პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებაში; 
  • დიზელ-გენერატორებთან,უწყვეტი კვების წყაროებთან (UPS) მუშაოების გამოცდილება; 
  • სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • ენერგეტიკული სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების ცოდნა; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 
  • სასურველია საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook); 
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა - B1 დონე. 
  
უნარები: 
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა. 
  • მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება; 
  • შედეგზე ორიენტაცია; 
  • სწრაფად ათვისებისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი; 
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია; 
  • დროის მართვის უნარი. 
 
სამუშაო განაკვეთი: 09:00 – 18:00 (საჭიროების შემთხვევაში უქმე დღეებში მუშაობა ანაზღაურებით) 
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი 
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #62; 
ანაზღაურება: ანაზღაურება 1000-2000 ლარამდე კადიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + საბონუსე სისტემა, შესრულებული სამუშაოების მიხედვით. 

გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@vdc.ge  
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება „დიზელ-გენერატორებისა და უწყვეტი კვების წყაროების სერვის-ინჟინერი“. 
 
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა 31.03.2025 წ. 
 
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5  წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.