კომპანია „ილიტეკ“ ერთ-ერთი წარმატებული, ინოვაციური, დინამიურად განვითარებადი ქართული კომპანიაა ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში.
„ილიტეკ“-ი აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში კონსულტანტის პოზიციაზე.
ხელფასი: 700 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- კლიენტების მოთხოვნების ზუსტი გაგება და შესაბამისი პროდუქციის მიწოდება;
- კლიენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის მახასიათებლების შესახებ;
- პროდუქციის შეთავაზება;
- მონაწილეობის მიღება გაყიდვების სტიმულირებაში, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა შესაბამის პროდუქციაზე;
- ორგანიზაციის / გუნდის სხვა წევრებთან კორდინირებული მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- გაყიდვებში ან მერჩანდაიზინგში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
- მიზანდასახული;
- შრომისმოყვარე;
- კომუნიკაბელური;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- არაკონფლიქტური;
- პუნქტუალურობა.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@ilitek.ge