სამუშაოთა მწარმოებელი
2xP PRIORITY AWARD
თარიღები: 10 მარ - 08 აპრ
მდებარეობა: თელავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3500
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამუშაოთა მწარმოებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@award.ge
შპს "AWARD" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: კახეთი, იყალთო
სამუშაო დღე/საათი ორშაბათი_შაბათი 09:00_18:00
ანაზღაურება: 3500 ლარი

მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
  • სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულთა მიერ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი;
  • ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსის ეფექტურად მართვა;
  • ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების შესწავლა, აღნიშნული დოკუმენტით ხელმძღვანელობა და მისი ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
  • საინჟინრო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე; 

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე hr@award.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!