დასახელება: ფოთის ფილიალის მენეჯერი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ადგილმდებარეობა - ქ. ფოთი ანაზღაურება 1500 ₾ დან 3000 ₾ მდე შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ფოთის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების და სადისტრიბუციო ქსელის ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
- კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება;
- ახალი ობიექტების მოძიება;
- ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია და თანხის დროულად ამოღება;
- პრომო ღონისძიებებში მონაწილეობა;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
- ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- საჭიროებისამებრ შესაბამისი კადრების მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: - მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში. გაყინულ ხორცპროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დამატებითი მოთხოვნები: - საკუთარი ავტომობილი;
- უძრავი ქონების უზრუნველყოფა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით: +995 595 39 99 93