დასუფთავების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
ხელფასი: 900
დასუფთავება: დამლაგებელი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. 
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას  დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სავაჭრო ობიექტის და წარმოების სივრცეში სისუფთავის დაცვის უზრუნველყოფა; 
  • სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა; 
  • ელექტრო დანადგარის მეშვეობოთ იატაკის დასუფთავება; 
  • სადეზინფექციო ხსნარების ჩასადებებისა და დისპენსერების წმენდა და დასუფთავება; 
 
გთავაზობთ: 
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ანაზღაურება 900 ლარიდან; 
  • თვეში 15 სამუშაო დღე 
 
ლოკაცია: თბილისი, მარშალ გელოვნის #22 
 
შემოუერთდი ჩვენს გუნდს! დაგვიკავშირდი ნომრებზე: +995 591042626, +995 591032626, +995 591717542. 
გამოგვიგზავნე რეზიუმე hr@agrohub.ge ან შეავსე სააპლიკაციო ფორმა https://bit.ly/Agrohub-Vacancies   
გისურვებთ წარმატებას! 
 
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება 
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07; 
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის; 
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; 
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; 
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე; 
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ - 
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; 
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; 
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება; 
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; 
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება; 
მონაცემთა გადატანის უფლება; 
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები; 
თანხმობის გამოხმობის უფლება; 
გასაჩივრების უფლება’ 
შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."