შპს "ნეო გლასი" - მინის საწარმო, აცხადებს 2 ვაკანტურ ადგილს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-დან 18:00-მდე
მისამართი: ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის 147
ხელფასი: 1500 ლარიდან - 2500 ლარამდე
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება,
- მათი მოთხოვნების შესწავლა და პროდუქტების შეთავაზება
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
- პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთვის სერვისის შეთავაზება;
- მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, პასუხისმგებელი პირის სწორი და დროული ინფორმირება;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გამართული მეტყველების უნარი;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრეზენტაციის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- მიზანდასახულობა;
- დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;
- დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@neoglass.ge, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 42 00 00