სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული ანალიზისა და ფინანსური მოდელირების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ლიკვიდობის პროგნოზი და ანალიზი;
- კაპიტალის პროგნოზი და ანალიზი;
- ფასდადების მოდელების შემუშავება, დანერგვა და ანალიზი;
- სხვადასხვა სტრეს-ტესტის მოდელის შემუშავება და ანალიზი;
- ICAAP - ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების შიდა პროცესის ფინანსური მოდელების შემუშავება და ანალიზი;
- ILAAP - ბანკის ლიკვიდობის ადეკვატურობის შეფასების შიდა პროცესის ფინანსური მოდელების შემუშავება და ანალიზი;
- ბანკის რეზოლუციის გეგმის და მასთან დაკავშირებული ფინანსური მოდელების შემუშავება და ანალიზი;
- სხვადასხვა ფინანსური მოდელის განახლება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
- სამუშაო გამოცდილება საფინანსო სექტორში შესაბამისი განხრით
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის, სტატისტიკის ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel), VBA, Power BI-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
სასურველი:
- SQL, Python, R ცოდნა;
- CFA, FRM პროგრამების კანდიდატი.
- ფინანსური მათემატიკის, ეკონომიკისა და სტატისტიკის ცოდნა.
სხვა უნარები და თვისებები:
- სტატისტიკური ანალიზისა და მოდელირების უნარი;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
- რეპორტების/პრეზენტაციების მომზადების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 2025 წლის 10 აპრილის ჩათვლით.
მნიშვნელოვანი: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.