რეზერვაციების აგენტი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel and Suites
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: ჯავშნები
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორნსა და ბარს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
გრაფიკი: 8 საათიანი 5/2

ძირითადი მოვალეობები
  • აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციისა და მოთხოვნების ასახვა;
  • განთავსების დანახარჯების ინვოისის მომზადება, ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
  • ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, სასტუმროს მახასიათებლების, მომსახურებების, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების განახლება, მონიტრინგი;
  • აპარტ-სასტუმროს სანომრე ფონდის კატეგორიზაციის, მომხმარებლის სეგმენტების მოთხოვნილებებისა და ტარიფების ცოდნა;
  • ბაზარზე არსებული კონკურენტების მახასიათებლებისა და სეზონური ტარიფების ცოდნა;
  • სასტუმროს ყველა სტანდარტული საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა; ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა, ყველა დეპარტამენტთან რათა დაკმაყოფილდეს სტუმრის მოთხოვნა;
  • სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება: ელ-ფოსტით, სატელეფონო კომუნიკაციით, სოციალურ ქსელებში მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე პასუხის გაცემა;
  • აპარტ-სასტუმროს მართვის სისტემის კონფიგურაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;

საჭირო უნარები
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
  • ჯავშნის თუ სასტუმროს სხვა საოპერაციო სისტემებში მუშაობის უნარი;
  • დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის ადმინისტრირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
  • სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • სასტუმროში ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
  • თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
  • კომპანიის პროდუქტებზე/სერვისებზე სპეციალურ შეღავათებს;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება რეზერვაციების აგენტი;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აპრილი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს