კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - მექანიკის ინჟინერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
- ანაზღაურება: უფროსი მექანიკის ინჟინერი 5500-7000 ლარი; უმცროსი მექანიკის ინჟინერო 3000-3500 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის მექანიკური ნაწილის პროექტირება;
- Plumbing (ხანძარქრობა, მილდგარები) და HVAC (სახანძრო ვენტილაცია) სისტემების პროექტირება;
- ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება;
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
- პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
- ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
- სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების (AUTOCAD) ცოდნა;
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
უნარები და თვისებები:
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!