კომპანია “Silk Road Line“ რომელიც დაარსდა 2014 წელს მომხმარებლებს სთავაზობს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან, რაც კლიენტებისთვის მრავალმხრივი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა. ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ მომხმარებლებს ბიზნეს პროცესები და გავხადოთ ტრანსპორტირების გამოცდილება მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტური.
„Silk Road Line“ აცხადებს ტრანსპორტის მენეჯერის ვაკანსიას.
ვაკანსიის აღწერილობა
მოვალეობები
სახმელეთო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეკვეთების შესახებ მოთხოვნის მიღება და მონაცემების დამუშავება;
- შეკვეთის ტიპის მიხედვით გადამზიდი კომპანიების/ექსპედიტორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმართვა;
- ტვირთის ტრანსპორტირების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და პრობლემების ოპერატიული მართვა;
- გადამზიდი კომპანიებისგან მიღებულ ინვოისებში არსებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება, გადარიცხვის თარიღის შეთანხმება და ინვოისების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მიწოდება;
- ახალი პარტნიორი კომპანიების (გადამზიდი კომპანიები /ექსპედიტორები) მოძიება და თანამშრომლობის გაფართოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სატრანსპორტო სფეროში, ფორვარდერ გადამზიდ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
- დსთ-ს ქვეყნებზე მუშაობის გამოცდილება;
- ტვირთვის გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების დეტალების ცოდნა;
- მათემატიკური უნარები;
- გეოგრაფიის და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების საბაზისო ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე;
- რუსული ენის ცოდნა (B2 დონე ან მაღალი);
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
შერჩევის პროცესი:
- გასაუბრებისთვის კანდიდატების შერჩევა (თუ კანდიდატი არ შეირჩა გასაუბრებისთვის მასთან დაკავშირება არ მოხდება)
- გასაუბრება
პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:30-დან 18:30 სთ-მდე;
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N40
- სახელფასო განაკვეთი: 1000 ლარიდან 2000 ლარამდე (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე) + ბონუსის % თვის ჭრილში დადასტურებული შესრულებული შეკვეთიდან. დასაქმებულის საპენსიოს 2 % იხდის დამსაქმებელი.
- ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;
- წელიწადში 5 კალენდარული ანაზღაურებადი დღე დამატებითი შვებულების სახით;
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@srline. ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.