კომპანია “Silk Road Line“ რომელიც დაარსდა 2014 წელს მომხმარებლებს სთავაზობს საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების ფართო სპექტრს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ტრანსპორტირების სფეროში მოქმედ საერთაშორისო კომპანიებთან, რაც კლიენტებისთვის მრავალმხრივი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების მიწოდების საშუალებას იძლევა. ჩვენი მიზანია, გავუმარტივოთ მომხმარებლებს ბიზნეს პროცესები და გავხადოთ ტრანსპორტირების გამოცდილება მაქსიმალურად კომფორტული და ეფექტური. შპს „Silk Road Line“ აცხადებს სტაჟირებას ბიზნეს განვითარების დეპარტამენტში. სტაჟირების პერიოდში გექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლოთ ლოჯისტიკისა და სატრანსპორტო სფერო პრაქტიკაში.
რას ისწავლით ჩვენთან? - როგორ ხდება სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზება და მართვა;
- როგორ უნდა იმუშაოთ პარტნიორ კომპანიებთან და გადაჭრათ ყოველდღიური ლოჯისტიკური გამოწვევები;
- ელექტრონული ფოსტისა და შეტყობინებების მონიტორინგს, უკუკავშირის დაბრუნებას პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესში;
- როგორ მართოთ სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
- ჩაერთვებით ბიზნესის განვითარების პროცესში, ისწავლით კომერციული წინადადებების მომზადებას და მიიღებთ მონაწილეობას სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბებაში;
რას ველით თქვენგან? - სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილს;
- კომუნიკაციის უნარს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
- ორგანიზებულობასა და დეტალებზე ორიენტირებულობას;
სამუშაო გრაფიკი: სრული; ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:30-დან 18:30-მდე; ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟ.შარტავას ქ. N40; სტაჟირების ანაზღაურება 500 ლარი; ხანგრძლივობა 2 თვე, კომპანიაში დასაქმებისა და განვითარების პერსპექტივით; გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr@srline.ge Subject-ში მიუთითეთ დასახელება „სტაჟირება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას! შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.