შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია express capital + არის საფინანსო კომპანია , რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს express capital + უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს.
ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.
express capital + გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე:
საკრედიტო ოფიცერი - ქ. თბილისი, ბათუმი, ოზურგეთი
ფუნქციები და მოვალეობები:
- საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
- კლიენტების მოძიება და მოზიდვა, ე.წ პრომოუშენის განხორციელება - ბიზნეს ობიექტებზე უშუალო ვიზიტითა და პოტენციურ მსესხებელზე სესხის პირდაპირი შეთავაზების გზით;
- საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება;
- პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა;
- საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა;
- მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით;
- პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო საქმის ან ფინანსების განხრით;
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
- კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
- პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
- სისხარტე მუშაობაში;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი; კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00 სთ, შაბათი: 10:00 – 14:00 სთ
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე.
ანაზღაურება: საბუნუსე სისტემა, კერძოდ, ყოველთვიურად ფიქსირებული ბონუსი 800 ლარი + გაანგარიშებადი ბონუსი, შედეგის მიხედვით. საშუალოდ 1000 -დან 4000 ლარამდე. ბონუსის დაანგარიშების ზღვარი უსასრულოა.
ასევე, ვღებულობთ სტუდენტებს ერთი თვის საგამოცდო ვადით. ანაზღაურება დაიანგარიშება გეგმის შესრულების შემთხვევაში კერძოდ: საგამაცდო ვადაში მინიმუმ 5 ახალი მსესხებელის მოზიდვის შემდეგ უფორმდება შრომითი ხელშეკრულება შესაბამისი საბონუსე სისტემით.
ჩვენ გთავაზობთ :
დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში.
პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას
გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: express.capital.plus@gmail.com
P.S. განაცხადი არ განიხილება თუ:
1.არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი;
2.განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი.