HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თარიღები: 07 მარ - 05 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადამიანური რესურსები:  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@CTH.GE
სს “კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს “გალფი”-სა და “დსთ”-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა
ტურებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი ( 10:00-დან 18:00-მდე);
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაო პროცესის გაწერა/ამოცანების დელეგირება;
  • სამუშაო პროცესის გამრთულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • შერჩევის პროცესის გასამარტივებლად ახალი იდეების გენერირება/დანერგვა;
  • შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
  • ბენეფიტებისა და კომპენსაციების მართვა;
  • Payroll-ის მართვა;
  • სამოტივაციო სისტემების შექმნა/დანერგვა და აღსრულების უზრუნველყოფა;
  • შეფასების სისტემების დანერგვა/განხორციელება;
  • Onboarding/Offboarding პროცესის მხარდაჭერა;
  • HR სოფტთან მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;
  • უმაღლესი განათლება;
  • ადამიანური რესურსების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • HR სოფტთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • გუნდის მართვის გამოცდიელბა;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციულად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).