სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას არქივის დროებითი თანამშრომლის პოზიციაზე
პოზიციის მიზანია: არქივის მოწესრიგება.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- არქივში არსებული საბუთების ელექტრონულ არქივთან დადარება;
- ბაინდერებში დაარქივებული დოკუმენტაციის ბაინდერზე დაწერილ თარიღთან დადარება;
- შემუშავებული გეგმის მიხედვით ბაინდერების მოწესრიგება და შესაბამის თაროებზე გადალაგება.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
- კეთილგანწყობა.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები ანაზღაურება);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი);
- სამუშაო საათების რაოდენობა: 8 სამუშაო საათი;
- ხელშეკრულების ვადა: 6 თვე.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.