სოციალური მედიის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი ,,ნობათის’’ გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და ,,ხინდას’’ ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი - სრული

ფუნქცია მოვალეობები:
  • სოციალური მედია სტრატეგიის მომზადება / მართვა კომპანიის სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
  • გვერდის კონტენტ კალენდრის გაწერა და აღსრულება;
  • მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კომპანიის სოციალურ ქსელში;
  • მომხმარებელთა შენიშვნების, შემოსული წერილების კორესპონდენცია შესაბამის ადრესატებთან, ლოგიკური პასუხების დაბრუნება.
  • ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის
  • სტრატეგიის შესაბამისად, სარეკლამო ბიუჯეტისა და გეგმის შედგენა;
  • დროული და ეფექტური კომუნიკაცია სოციალური ქსელების მომხმარებლებთან
  • პოსტების დიზაინის შექმნა;

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • Business/ADS მენეჯერის მართვა; 
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა; 
  • კრეატიულობა; 
  • გამართულად და საინტერესოდ წერის შესაძლებლობა;
  • მარკეტინგის პრინციპების ცოდნა - პოზიციონირება.
  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;
  • ქოფირაითინგის პრინციპების საბაზისო ცოდნა;
  • გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.