წამყვანი სპეციალიტი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული განვითარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს საწარმოო შენობების და ნაგებობების კაპიტალური მშენებლობისა და  რემონტის  განყოფილების წამყვანი სპეციალიტის თანამდებობაზე 
 
 
სავალდებულო  მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან სპეციალიზირებული განათლება; 
  • არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;  
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა: MS Office (Word, Excel, PowerPoint) 
  • რუსული ენა-თავისუფლად 
  • სამუშაო პროცესის ორგანიზება და დაგეგმვა, დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი. 
 
თანამდებობრივი მოვალეობები: 
  • ანხორციელებს სამსახურის უფროსისათვის აუცელებელი ინფორმაციის და მასალების შეგროვებას, ამზადებს საინფორმაციო, საცნობარო და სხვა მასალებს და აწვდის მათ უშუალო ხელმძღვანელს; 
  • განყოფილების უფროსის დავალებით ათანხმებს ცალკეულ საკითხებს საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაკებთან; 
  • საორგანიზაციო – განმკარგულებელი დოკუმენტებისა და ლოკალურ – ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; 
  • საწარმოო შენობების და ნაგებობების კაპიტალური მშენებლობისა და  რემონტის  განყოფილების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და სისტემატიზაცია; 
  • შემოსული დოკუმენტაციის რეგისტრაცია და ადმინისტრირება; 
  • საშემსრულებლო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი წარდგენა. 
 
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია   ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge   2025  წლის  14 მარტის  ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.