გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის ეკოსისტემა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
კავკასიის ეკოსისტემა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.
დამსაქმებელი კომპანია: შპს კავკასიის ეკოსისტემა - www.cesystem.ge ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge

პირობები და სხვა დეტალები:
გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
ანაზღაურება/პირობები: კანდიდატის მონაცემების მიხედვით
ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით.

გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა

აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
  • პოტენციურ მყიდველებთან ზარები,შეთავაზების გაგზავნა და შემდეგი მოკითხვა შეხსენება-იმეილით გაგზავნა;
  • გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა;
  • გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან გადაგზავნა;
  • პროსპექტინგი(პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა)
  • გაყიდვების,შეთავაზებების ფაილის წარმოება.
  • შემოსულ ზარებზე/რეფერალებზე რეგირება;
  • დებიტორებთან ზარები საჭიროების შემთხვევაში;
  • მარაგების ბაზის კონტროლი;
  • გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
  • წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ მისი კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • რელევანტური განათლება
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) საბაზისო ცოდნა
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი, დროის განრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
  • საჭიროა, რომ ახალ დარგს და სპეციალობას აუღოს ალღო საჭიროების შემთხვევაში, უნდოდეს რომ მოისმინოს მეტი, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა ბიზნესის საუკეთესო სტანდარტის და პრაქტიკის მიხედვით და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • მუდმივად ეცადოს დეტალების მოკვლევა, მონაცემების შედარება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).