კავკასიის ეკოსისტემა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.
დამსაქმებელი კომპანია: შპს კავკასიის ეკოსისტემა - www.cesystem.ge ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - www.invserv.ge
პირობები და სხვა დეტალები:
გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი
ანაზღაურება/პირობები: კანდიდატის მონაცემების მიხედვით
ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით.
გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა
აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
- პოტენციურ მყიდველებთან ზარები,შეთავაზების გაგზავნა და შემდეგი მოკითხვა შეხსენება-იმეილით გაგზავნა;
- გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა;
- გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან გადაგზავნა;
- პროსპექტინგი(პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა)
- გაყიდვების,შეთავაზებების ფაილის წარმოება.
- შემოსულ ზარებზე/რეფერალებზე რეგირება;
- დებიტორებთან ზარები საჭიროების შემთხვევაში;
- მარაგების ბაზის კონტროლი;
- გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
- წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ მისი კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რელევანტური განათლება
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
- MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) საბაზისო ცოდნა
- სასურველია მუშაობის გამოცდილება დამწყებ დონეზე
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!
- ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია; ასევე ინიციატივა, ინიციატივა და ინიციატივა
- პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, სისტემებთან და ადამიანებთან ურთიერთობაში;
- უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი
- უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი, დროის განრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს
- კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
- საჭიროა, რომ ახალ დარგს და სპეციალობას აუღოს ალღო საჭიროების შემთხვევაში, უნდოდეს რომ მოისმინოს მეტი, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
- კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
- კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა ბიზნესის საუკეთესო სტანდარტის და პრაქტიკის მიხედვით და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
- მუდმივად ეცადოს დეტალების მოკვლევა, მონაცემების შედარება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).