სამშენებლო კომპანია „აიგო ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10:00დან 18:00მდე (დასვენების დღეები შეთანხმებით)
გამოცდილება: განიხილება როგორც გამოცდილების მქონე, ასევე გამოცდილების გარეშე კანდიდატები
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (განიხილება გამოცდილების გარეშეც);
- მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- ოპერატიულობა,
- თავაზიანობა,
- პუნქტუალურობა,
- ენერგიულობა და ორგანიზებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მუდმივი კომუნიკაცია;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და მათი განახლება;
- პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა მაღალი სტანდარტით;
- უძრავი ქონების გარიგების ხელშეკრულებების შესწავლა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@aigo.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – „გაყიდვების მენეჯერი“. ან დაგვიკავშირდით: +995 593 44 55 33