ედვერთაიზერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 07 მარ - 22 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი

კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.


„არქი“-ში ვეძებთ ედვერთაიზერს  და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა სხვადასხვა ციფრულ არხებში (Facebook, Instagram, Google Ads)
  • რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად, ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  • რეკლამების ოპტიმიზაცია და A/B ტესტირება ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
  • მონაცემების მუდმივი ანალიტიკა და მონიტორინგი (Google Analytics, Facebook Business Manager, Google Ads)
  • ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად;
  • შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ციფრული რეკლამის პლატფორმების ცოდნა (Facebook Ads/Business Manager, Google Ads, Google Analytics);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგულ გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2  დონეზე ცოდნა.


ჩვენ კი გთავაზობთ:

  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.


თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 22 მარტის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.