შეკვეთების მართვის მენეჯერი
თარიღები: 07 მარ - 05 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  მონაცემთა დამუშავების ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@daisy.ge
სარეკლამო საწარმო ,,დეიზი“, რომელიც უკვე 22 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. ,,დეიზის” წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.
,,დეიზის“  საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა,  დიზაინერის მომსახურება.  

კომპანია ეძებს შეკვეთების მართვის მენეჯერს

სამუშაო განაკვეთი- სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი- პარასკევი)
ადგილმდებარეობა- თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
ექვემდებარება- გაყიდვების და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • დამკვეთებისთვის კომპანიის პროდუქციასა და მომსახურებაზე სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთების მიღება, ჩანიშვნა, ფასის გამოთვლა და შეკვეთის გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
  • შეკვეთების კონტროლი (შეკვეთის აღებიდან ჩაბარებამდე) და საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია დამკვეთთან;
  • შესრულებული/დასრულებული შეკვეთების მონიტორინგი;
  • შეკვეთის აღრიცხვა პროგრამაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • 2  წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • აუცილებელია სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;

თვისებები:
  • გამართული მეტყველება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით  რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: შეკვეთების მართვის მენეჯერი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 აპრილი 2025.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს ,,დეიზი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge