საინფორმაციო სამსახურის ოპერატორი
თარიღები: 07 მარ - 05 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: bitsadze@myigg.ge
“საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი”  აცხადებს  ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის პოზიციაზე  (დღის ოპერატორი)

ძირითადი მოვალეობები:
  • დაზღვეულების სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულების იდენტიფიცირება.
  • სადაზღვევო პირობების შესახებ კონსულტაციის გაწევა
  • ზარალების იდენტიფიკაცია და პროგრამაში დაფიქსირება.                                               
  • ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინირება. 
  • დაზღვეულების ინფორმირება ზარალის ანაზღაურების შესახებ.

განათლება და გამოცდილება:
  • სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება.
  • MS Office პროგრამების ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • გამართული მეტყველება
  • კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: bitsadze@myigg.ge; gabelia@myigg.ge