პერსონალის მართვის კოორდინატორი

ბათუმი სრული განაკვეთი სასწავლო ცენტრი 10x
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
სასწავლო ცენტრი 10x აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • პერსონალის მოზიდვის, ინტეგრირების, შეფასებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია;
  • შრომითი ურთიერთობების დაწყებისა და დასრულების პროცესის კოორდინაცია;
  • პერსონალის შრომის დისციპლინის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში რეაგირება;
  • პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და ინიცირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის შეგროვება, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, კვარტალური და წლიური ანგარიშგება, ნომენკლატურის
  • შემუშავება-განვითარებაში, არქივისათვის დოკუმენტების ფორმირებაში მონაწილეობა;
  • სამოქმედო გეგმაში გაწერილი მოვალეობების შესრულება, თვითშეფასება და ანგარიშგება;
  • პერსონალის დატვირთვის ოდენობის განსაზღვრა და დოკუმენტირება;
  • კომპანიის გარე მექანიზმის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება (მაგ., ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან ადამიანური რესურსების მართვა);
  • გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის და სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარები:
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი.
  • პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი და ორგანიზაციული პასუხისმგებლობა.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო დატვირთვა: სრული ან ნახევარი განაკვეთი (შეთანხმებისამებრ)
ანაზღაურება: გამოცდილების და სამუშაო დატვირთვის შესაბამისად

შერჩევის ეტაპები და ვადები:
დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული წესით გამოგზავნა ელ. ფოსტაზე info@10x.edu.ge 17 მარტამდე.
შერჩეულ კანდიდათებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 20 მარტამდე.
კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების შეჯამება, შერჩეული კანდიდატების წარდგენა დირექტორთან და კანდიდატებისთვის ინფორმაციის მიწოდება შერჩევის/უარის შესახებ მოხდება
ეტაპობრივად, არაუგვიანეს 25 მარტამდე.
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV).
  • აუცილებელია რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითო ვაკანტური პოზიცია,
  • წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.