შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე
ბიზნესი და ადმინისტრირება / Business and Administration
აკადემიური ნიშნით:
- პროფესორი-5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი - 10 (ათი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
პროფესიული ნიშნით:
- ასოცირებული პროფესორი - 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
საზოგადოებასთან ურთიერთობა / Public Relations
აკადემიური ნიშნით:
- პროფესორი- 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
პროფესიული ნიშნით:
- ასოცირებული პროფესორი - 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
ფსიქოლოგია / Psychology
- აკადემიური ნიშნით:
- პროფესორი-5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
პროფესიული ნიშნით:
- ასოცირებული პროფესორი - 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
მასობრივი კომუნიკაცია / Mass Communication
- აკადემიური ნიშნით:
- პროფესორი-5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი - 7(შვიდი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 5 (ხუთი) ვაკანტური ადგილი;
პროფესიული ნიშნით:
- ასოცირებული პროფესორი - 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი - 7 (შვიდი) ვაკანტური ადგილი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აკადემიური ნიშნით :
პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
- პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
პროფესიული ნიშნით
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
- არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის (პროფესიული ნიშნით) დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:
- არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია, დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
- პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
კონკურსანტებს, ინგლისურენოვან პროგრამებზე, მოეთხოვებათ ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე. მათ უნდა წარმოადგიგნონ ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და გაიარონ ტესტირება სასწავლო უნივერსიტეტში დადგენილი წესის შესაბამისად.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი N1);
- კონურსანტის ანკეტა ქართულ და ინგლისურ ენაზე (იხ. დანართი N2);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- 3x4 ზომის 1 ც. ფოტო;(როგორც ელექნტრონულად ასევე, ბეჭდური სახით)
- ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი (უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
- პედაგოგიური/ სამეცნიერო/ პროფესიული საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ბ)ი;
- საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი დარგის სასწავლო კურსის სილაბუსი /სილაბუსები/ ;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული შრომების ნუსხა, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სტატიები გამოცემული სახით ან ასლები;
- ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
- ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რაც კონკურსანტს მისცემს საშუალებას დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდეს, მიღებული ჯილდოების დამატასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა.
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 12 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით.
- კონკურსის პირველი ეტაპი (საბუთების გადარჩევა) ჩატარდება 2025 წლის 24 მარტს;
- კონკურსის მეორე ეტაპი (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტების გასაუბრება) ჩატარდება 2025 წლის 28-31 მარტს;
- კონკურსანტების ტესტირება ინგლისურ ენაში (მათთვის ვისაც ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ) 2025 წლის 28 მარტს ;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2025 წლის 7 აპრილს;
- სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2025 წლის 14 აპრილს;
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 16 აპრილს
ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს დაევალოს სოციალურ მედიაზე და ვებგვერდის აღნიშნული ბრძანების შესახებ განცხადება გამოაქვეყნოს სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში.
დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დასაქმების ვებგვერდზე hr.ge.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისთვის
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@alterbridge.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: ქ. თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი # 67
საკონტაქტო ნომერი: +995 555 554 093.