კომპანია ეძებს კონტენტ მენეჯერს მარკეტინგის გუნდში. თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კონტენტის სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვასა და განხორციელებაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000 ლარიდან
მოვალეობები: - კომპანიის ციფრული არხების კონტენტ სტრატეგიის შემუშავება;
- კონტენტ კამპანიების დაგეგმვა და იმპლემენტაცია;
- ყოველთვიური კონტენტ-კალენდრის მომზადება და ბიუჯეტირება;
- კონტენტის შექმნა გუნდის სხვა წევრებთან ერთად (დიზაინერი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი);
- ახალი კამპანიის დაგეგმვასთან, კონტენტ სტრატეგიასთან, ვიზუალურ იდენტობასთან თუ ფროდაქშენთან დაკავშირებული შიდა პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან მედია-კომუნიკაციის სფეროში;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კონტენტის მენეჯმენტში ან მსგავს პოზიციაზე (მათ შორის B2B მიმართულებით);
- ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა;
- მარკეტინგისა და სოციალური მედიის პრინციპების ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: outsource.vacancy@gmail.com