Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში -„ინტელკომ ჯგუფი“, აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის (ქსელების მიმართულებით) პოზიციაზე.
ქსელების მიმართულება მოიცავს:
- LAN/WAN ქსელები;
- კორპორატიული WiFi;
- ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების და ბაზრის ანალიზი;
- მარკეტინგული აქტივობების მართვა;
- მარაგების და პროდუქტების პორტფელის მართვა;
- მომწოდებლებთან ურთიერთობა;
- გაყიდვების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
- მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება IT ინდუსტრიაში / უსაფრთხოების სისტემებში, გაყიდვების მენეჯერის, მარკეტინგის სპეციალისტის, ინჟინრის, PreSales ინჟინრის, კატეგორიის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე;
- ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარები;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ფიქსირებული ხელფასი: 3000 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
- მივლინებები ქვეყნის ფარგლებს გარეთ (მომწოდებლებთან შეხვედრები, გამოფენები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები);
- პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
- რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი); შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - „კატეგორიის მენეჯერი“.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ინტელკომ ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს „ინტელკომ ჯგუფი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს „ინტელკომ ჯგუფს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს „ინტელკომ ჯგუფი“ გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.