შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ქსელის ექსპლუატაციის სამსახურში სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი განაკვეთი: სრული ფუნქცია მოვალეობები: - სააბონენტო ქსელში ოპტიკური და სატელეფონო კაბელების ჩადება და მონტაჟი;
- სააბონენტო ქსელში საკაბელო-საკანალიზაციო მეურნეობის ექსპლოატაციის სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- სატელეფონო ჭისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენებაში მონაწილეობის მიღება და პროცესის ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება: ხელზე ასაღები : 1210 ლარი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება - მუშა. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. შპს „ახალი ქსელები“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებას!