გრაფიკული დიზაინერი

თბილისი ნახევარი განაკვეთი საქართველოს უნივერსიტეტი
ხელფასი: 300 - 500
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი

საქართველოს უნივერსიტეტის Start Up Factory გთავაზობთ გახდეთ გრაფიკული დიზაინერი UG-ში.


ჩვენი ხედვა:

სტარტაპ ფექთორიში გვჯერა რომ სტუდენტებს სუპერძალები გაქვთ და თანმიმდევრული მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, რასაც მიზნად დაისახავთ და დროს დაუთმობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო სადაც ადამიანები:

  • აღმოაჩენენ საკუთარ თავსა და ტალანტებს
  • აღმოაჩენენ ერთმანეთს და შეძლებენ ერთად მუშაობს
  • მუდმივად იმუშავებენ საკუთარი თავისა და ერთმანეთის გაუმჯობესებაზე
  • განვითარდებიან, მიიღებენ და გააზიარებენ ცოდნასა და უნარებს
  • მიაღწევენ და გააზიარებენ წარმატებებს


ვის ვეძებთ:

UG Startup Factory ეძებს მოტივირებულ და კრეატიულ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც შექმნის ვიზუალურ მასალებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn) და დასაბეჭდ მასალებზე იმუშავებს.


ძირითადი მოვალეობები:

  • ბრენდის სტანდარტებთან შესაბამისი ვიზუალური კონტენტის შექმნა
  • სოციალური ქსელების პოსტების, ბანერების და პრეზენტაციების დიზაინის მომზადება
  • პროგრამის მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიებისთვის ვიზუალური მასალის შექმნა
  • დასაბეჭდ მასალების, როგორიცაა ფლაერები, ბუკლეტები, პლაკატები და სხვა საჭირო დიზაინის შექმნა
  • საჭიროების შემთხვევაში სხვა გრაფიკული მასალების დამუშავება


საჭირო უნარები და მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში
  • Adobe Photoshop, Illustrator-ის ცოდნა
  • კრეატიულობა და ვიზუალური კომუნიკაციის უნარები
  • სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი


რას გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • სწავლის, განვითარებისა და ნეთვორქინგის უნიკალურ შესაძლებლობებს
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობას
  • მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • ენერგიითა და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
  • სასწავლო და სხვა პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას


ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

ნახევარი განაკვეთი, კვირაში 20 საათი

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე, 300 ლარი, გამოსაცდელი ვადის შემდგომ 500 ლარი


დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე მეილზე: p.chkoidze@ug.edu.ge


აპლიკაციების  გამოგზავნის  ბოლო  ვადა: 14 მარტი, 2025