ტექნიკური დიზაინერი
თარიღები: 06 მარ - 04 აპრ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300 - 1500
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@daisy.ge
სარეკლამო საწარმო ,,დეიზი“, რომელიც უკვე 22 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. დეიზის წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.

,,დეიზის“ საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება. კომპანია აცხადევს ვაკანსიას ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი- პარასკევი) ოფისიდან
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
სუბორდინაცია: ექვემდებარება მთავარ დიზაინერს
ანაზღაურება-1300-1500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ამოცანები:
  • სარეკლამო პროდუქციის დიზაინის შექმნა;
  • სარეკლამო ფაილების აწყობა შესაბამის პროგრამაში გარე რეკლამის მიმართულებით;
  • მასალების რაოდენობის განსაზღვრა შეკვეთის მიხედვით და მასალებზე ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის;
  • სამუშაო ფაილის გამზადება დასაბეჭდად/დასამზადებლად;
  • საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია სარეკლამო სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ გარე რეკლამის პროდუქციის ტექნიკურ ნახაზებზე მუშაობის გამოცდილება.
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel Draw, Adobe Photoshop, Illustrator, Acrobat PDF, Indesign

დამატებითი უნარები
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოსმენის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ
ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური დიზაინერი

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 6 აპრილი 2025 წელი.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ შპს ,,დეიზი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge
გისურვებთ წარმატებებს.