"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციისსახით. "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება, ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- სტატისტიკური და მანქანური მოდელების შემუშავება, დანერგვა და ოპტიმიზაცია ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
- მონაცემთა ანალიზის შედეგების პრეზენტაცია და მიგნებების გაზიარება დაინტერესებულ მხარეებთან;
- მომხმარებელთა ქცევის, გაყიდვების ტენდენციებისა და ფასების სტრატეგიის ანალიზი და გაუმჯობესება;
- ბიზნეს გუნდებთან თანამშრომლობა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
- მონაცემთა პროცესების ავტომატიზაცია და მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფა.
- Machine Vision მოდელების გამოყენება მომხმარებელთა ტრაფიკისა და მაღაზიის ოპტიმიზაციისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება, (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- დიდი მოცულობის მონაცემებთან (Big Data) მუშაობის გამოცდილება.
- Machine Vision მოდელებთან მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულო ტექნიკური ცოდნა: Python, Pandas, Matplotlib, SQL (SQL Server), Git, MS Excel;
- სასურველი დამატებითი ცოდნა: NoSQL (MongoDB), pyodbc;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება „მონაცემთა მეცნიერი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 მარტი, 2025 წელი
გისურვებთ წარმატებებს!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.