Steve Jobs American Academy აცხადებს ვაკანსიას სამეწარმეო უნარების ტრენერის პოზიციაზე
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ქ. ზესტაფონი, ქ. ფოთი, ქ. ზუგდიდი
შენიშვნა: თუ ტრენერი სხვა ქალაქიდანაა, უზრუნველყოფილი იქნება მისი მგზავრობა და სასტუმროში განთავსება.
კომპანია: Steve Jobs American Academy
სამუშაოს ტიპი: ნახევარგანაკვეთი - მხოლოდ შაბათ-კვირას, კვირაში 15 საათი (დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. შესვენება 1 საათი და 30 წუთი).
ხელფასი: თვეში 1000 ლარი (Net, ხელზე)
ჩვენს შესახებ: სტივ ჯობსის ამერიკული აკადემია საქართველოში არის ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტიტუტი, რომელსაც აქვს რამდენიმე ფილიალი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი მისიაა 6-დან 16 წლამდე ახალგაზრდების აღზრდა მომავლის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებად. ჩვენი პროგრამები 2008 წლიდან ხორციელდება მსოფლიოს 60 ქვეყანაში, ოფიციალურად არის აღიარებული Harvard University-ს მიერ და სერტიფიცირებულია Google-ისა და Microsoft-ის მიერ.
ვის ვეძებთ: თუ გჯერა, რომ მომავალი თაობის განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, თუ გიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ხარ ინოვაციური და გჭირდება დემოკრატიული და პროფესიონალური გარემო შენი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.
პოზიციის მიმოხილვა: ტრენერი წარმართავს ტრენინგებს სამეწარმეო უნარებში. ეს არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის კურიკულუმიც, თითოეული ტრენინგის დეტალური გეგმა და მეთოდოლოგიური ჩარჩო დეტალურად არის გაწერილი და ტრენერი ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო სტანდარტი.
ტრენერის პოზიციის დაკავება: ტრენერი გადის ON Board ტრენინგებსა და TOT-ის (ტრენერთა ტრენინგი), რათა სამეწარმეო უნარების პროგრამა განახორციელოს არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თუ ტრენერს არ აქვს ტრენერობის გამოცდილება, ასეთ შემთხვევაში, იგი ასევე გადის ანაზღაურებად სტაჟირებას ტრენერის პოზიციის დასაკავებლად, რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია მხოლოდ ტრენერის მიერ მასალის ათვისებაზე.
სავალდებულოა:
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (ტრენინგები მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე)
- ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ფორმალური ან არაფორმალური განათლება ან გამოცდილება (შესაძლებელია ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტის განხილვაც).
სამუშაო გამოცდილება:
- უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე კანდიდატს, თუმცა, თუ აპლიკანტს ტრენინგების, ლექციების ან გაკვეთილების ჩატარების გამოცდილება არ აქვს, მაშინ, ტრენერის პოზიციაზე დასაქმდება ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შემდეგ.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გძნობა;
- პოზიტიური და დემოკრატიული სასწავლო გარემოს შექმნის უნარი;
- დროის ონგანიზება და დისციპლინა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი ბავშვებთან და მათ მშობლებთან;
- მოსწავლისადმი მზრუნველი და სამართლიანი დამოკიდებულება.
სამუშაო აღწერილობა:
ტრენინგების ხარისხიანად და შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, კერძოდ:
- თავისი საქმიანობის განხორციელებისას, შრომითი ხელშეკრულების, სამუშაო აღწერილობის, თანამდებობრივი ინსტრუქციების, შესაბამისი პროგრამული გაიდლაინებისა და სხვა შიდასამართლებრივი აქტების ზედმიწევნით დაცვა;
- ტრენინგების ჩატარება წინასწარ განსაზღვრული სასწავლო ცხრილისა და სასწავლო გეგმის შესაბამისად, მათ შორის, ტრენინგების თემატიკის, ტრენინგის შინაარსის, მეთოდოლოგიისა და თანმიმდევრობის სასწავლო გეგმასთან სრული შესაბამისობით;
- ტრენინგის ჩატარება ინგლისურ ენაზე და მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას, ქართული ენის გამოყენება;
- ტრენინგის მსვლელობისას, მაქსიმალურად პოზიტიური და პროფესიული გარემოს შექმნა სტუდენტთა მიერ სასწავლო კურსის შესაბამისი ცოდნისა და უნარების გამომუშავებისთვის და ტრენინგის მიმართ მუდმივად ინტერესის შენარჩუნებისთვის;
- მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი და ამის შესახებ არაუგვიანეს თვეში ერთხელ კომპანიის მმართველ გუნდსთვის უკუკავშირის მიწოდება;
- ყოველი ტრენინგის დასრულების შემდეგ, უკლებლივ იმ მატერიალური რესურსების შემოწმება, რომლებიც გამოყენებულ იქნა ტრენინგის მსვლელობისას, (საჭიროებისასა ფოტოზე დაფიქსირება) და მატერიალურ რესურსების გადასცემა შესაბამისად უფლებამოსილი პირისთვის;
- ტრენინგის ჩატარებისას სტუდენტების ინტერესთა მუდმივი გაღვივების უზრუნველყოფა, ხოლო რომელიმე სტუდენტისგან ტრენინგის მიმართ ინტერესის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყივნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება და შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტის კვლავ დაინტერესების მცდელობა;
- საჭიროებისას, მშობელთა საკომუნიკაციო ჯგუფში უკუკავშირის გაგზავნა;
- სტუდენტის მიერ ყოფაქცევის წესების დარღვევის, ან მისი აკადემიური ჩამორჩენის საყურადღებო შემთხვევების გამოვლენა და ზემდგომ პირთან კონსულტაციის შემდეგ, მშობელთან კომუნიკაციის დამყარება;
- ტრენენგის გაცდენის ან დაგვიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უშუალო ხელმძღვანელის/ხელმძღვანელებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა ტრენერით ჩანაცვლების უზრუნველყოფა;
- ყოველ ტრენინგზე ტრენინგის დასახელებებისა და სტუდენტთა აღრიცხვის წარმოება (პორტალზე), ხოლო სტუდენტის მიერ ტრენინგის გაცდენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
- რომელიმე სტუდენტის გადინების შემთხვევაში, გადინების მიზეზების დადგენა და დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება;
- შუალედური და დასკვნითი გამოცდებისთვის სტუდენტების მომზადება;
- აკადემიის შენობაში რაიმე შეფერხების, ასევე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შეუსაბამობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ზემდგომი პირის ინფორმირება.
ლოიალობა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, კერძოდ:
- ნებისმიერი პრობლემის თუ უკმაყოფილების, მათ შორის, სხვა დამსაქმებლისგან მიღებული შეთავაზების, თუ ოჯახური მიზეზების გამო, ტრენერის მიერ თავისი ფუნქცია-მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების რისკის წარმოშობის შემთხვევაში, აკადემიის დირექტორის და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შესაძლებლობის ფარგლებში, პირველ რიგში, აკადემიის ადმინისტრაციასთან პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების წარმოება;
- დამსაქმებლის მიერ მიწოდებული სასწავლო მასალების ზედმიწევნით შესწავლა და დამსაქმებლის ორგანიზებით და ხარჯით ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობის მიღება. ასევე, თუ რომელიმე პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა საერთაშორისო სერტიფიცირების გავლა, დამსაქმებლის ორგანიზებითა და ხარჯით, ასეთი სერტიფიცირების გავლა;
- შესაძლებლობის ფარგლებში, მუდმივად კვალიფიციის ამაღლებაზე ზრუნვა, თავის სფეროში არსებული ძირითადი სიახლეებისა და ტრენდების მუდმივად გაცნობა.
სტუდენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილების უზრუნველყოფა, კერძოდ:
- სტუდენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილებაზე მუდმივი დაკვირვება, საყურადღებო შემთხვევების გამოვლენა და სტუდენტების ან მათი მშობლების მხრიდან ნებისმიერი, მათ შორის, უმცირესი უკმაყოფილების დაფიქსირების შემთხვევაში, ზემდგომი პირის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
- შესაძლებლობის ფარგლებში, სტუდენტთა და მშობელთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად, ახალი იდეებისა, თუ წინადადებების ზემდგომი პირისთვის მიწოდება;
- პერიოდულად განხორციელებული ხარისხის გარე შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება და ხარისხის შეფასების უკუკავშირის შესაბამისად, მმართველ გუნდთან ერთად, მიღებული შედეგების გაანალიზება, გაუმჯობესების სივრცეების გამოვლენა და ხარვეზების გამოსწორების უზრუნველყოფა;
- ყოველი თვის ბოლოს ფილიალის დირექტორისთვის, მის მიერ რეპორტის მომზადების პროცესში საჭირო ინფორმაციის მიწოდება (დრაივზე).
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება, ხოლო მესამე ეტაპზე - იმიტირებული ტრენინგი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 აპრილამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სურვილის შემთხვევაში, მცირე სამოტივაციო წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
info@stevejobs.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ “ტრენერი ქუთაისში”. ამ სათაურის გარეშე აპლიკანტის განაცხადი არ მიიღება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს.
გისურვებთ წარმატებებს!