შპს "თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: რეგისტრატორი-სალაროს სპეციალისტი.
რეგისტრატურა/სალაროს სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის შესაბამის პროგრამებში რეგისტრაცია;
- ამბულატორიული ბარათისა და სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის გახსნა და ყველა საჭირო ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- დღის ბოლოს პროგრამებში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება;
- სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესად ფრონტ ოფისში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა);
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინის და წესების დაცვა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
- ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
სამუშაო ხანგრძლივობა და ანაზღაურება:
- სამუშაო განაკვეთი: 09:30 საათიდან 17:30 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით);
- ანაზღაურება: 750 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -
info@pediatric.ge დაგვიკავშირდით +995 558 39 41 94 ნინო ჩხეიძე (რეგისტრატურა)
მისამართი: თბილისი, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩა N53.
P.S. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.