კომპანია გეოპლანტი აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.სამუშაო განაკვეთი : სრულისამუშაო ადგილი : ოზურგეთიძირითადი მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული პროგრამის MC Office ცოდნა.
მოვალეობები:- საწყობის მართვაში მონაწილეობის მიღება, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
- საწყობში შემოსული და საწყობიდან გასული პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
- საწყობში არსებული ნაშთების აღრიცხვა, კონტროლი და აღნიშნული ინფორმაციის ჩანაწერების წარმოება და უფროსისთვის მიწოდება;
- პროდუქციის გადანაწილება საწყობების მიხედვით;
- რისკების შეფასება და მართვა, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა აცნობოს უფროსს;
- უფროსთან კოორდინირებულად და შეთანხმებით მოქმედება.
- ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა
- შიდა დოკუმენტაციის წარმოება
პიროვნული თვისებები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ozurgetijobs@gmail.com