კომპანია „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“. „აგროსფერო“ არის პირველი სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია საქართველოში.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობას. ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება საწყობში და დასაწყობება სტანდარტების მიხედვით
- საწყობში, პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი
- პროდუქციის აგროვება და მიწოდება
- დოკუმენტაციის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია, B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა
- თვითდისციპლინირებულობა
- დეტალებზე ორიენტირებული ყურადღება
გუნდური და მეგობრული ხასიათი სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.
- სამუშაო საათები: 09:00-18:00
- სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - Hr@noblex.ge 31 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი“
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.