კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის საოპერაციო მენეჯერი პოზიციაზე თბილისში.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ საქართველოში პირველ სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ ეტაპზე შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ სოფელ ყულევში ახორციელებს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას, რომლის გაშვება იგეგმება 2025 წლის გაზაფხულიდან.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ გუნდს;
- სრულ მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოვალეობები:
- იმპორტისა და ექსპორტის საოპერაციო ნაწილის შესრულება და მართვა;
- იმპორტისა და ექსპორტის პროცესების ყველა ეტაპის კოორდინაცია და მონაწილეობის მიღება, ხელშეკრულების გაფორმებიდან საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდებამდე.
- იმპორტისა და ექსპორტისთვის საოპერაციო ნაწილში ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება და კონტროლი საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად. (კონტრაქტები, ინვოისები, საბაჟო დეკლარაციები, სერთიფიკატები და ა.შ);
- პროდუქციის მიწოდების ვადების კონტროლი;
- უცხოელ და ადგილობრივ მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია.
- დოკუმენტების მენეჯმენტი - ფასის და სხვა პირობების შეთანხმების შემდეგ დაკონტრაქტების პროცესის დაორგანიზება.
- კონტრაქტების და საბუთების შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობის მიღება იურიდიულ განყოფილებასთან ერთად;
- უშუალო ხელმძღვანელებისთვის პერიოდული რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- იმპორტის და ექსპორტის საოპერაციო ნაწილში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
მისამართი: ქ.თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის N2 (მზიურის ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 საათი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ
2025 წლის 07 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე:
HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!