მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია „მკითხველი“ 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.
კომპანია „მკითხველი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე
ფუნქცია მოვალეობები:
- ქოლ-ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დროის და მათი სამუშაო პროცესის ორგანიზება;
- ქოლ -ცენტრის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- სამოტივაციო პროგრამების და წამახალისებელი აქტივობების ინიცირება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office - ის საბაზისო ცოდნა;
კომპეტენციები და პიროვნული უნარ - ჩვევები:
- ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- გუნდის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სამუშაო გრაფიკი:
- სრული განაკვეთი; ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
- სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
- ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!