ტენდერი სადურგლო საქმის დანადგარებისა და ხელსაწყოების მოწოდებაზე

მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი
ფონდი „აფხაზინტერკონტი“  აცხადებს: ტენდერი „სადურგლო საქმის დანადგარებისა და ხელსაწყოების“ მოწოდებაზე

გამოქვეყნდა: 5 მარტი/ ბოლო  ვადა: 14 მარტი 2025 წ.
თანდართული ფაილი: ლოტი 1.

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს  დასავლეთ საქართველოს რეგიონები- იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი.  
ორგანიზაციის მისიაა - ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, შეჭირვებულ, იგპ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, ოჯახების, სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას. 

ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) ახორციელებს მიმდინარე პროექტს, „სოფლად მაცხოვრებელი მოწყვლადი ჯგუფების შემოსავლების გენერირება ინოვაციური პროექტებისა და საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენებით იმერეთის, რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში“  ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. 
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC) გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომლებიც განახორციელებენ „სადურგლო საქმის დანადგარებისა და ხელსაწყოების“   მოწოდებას (დამატებითი დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დანართებში).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას სატენდერო წინადადება 2 კონვერტად (დედანი და ასლი), სხვა შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ განიხილება. 

წინადადების შემომტანმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ პროდუქციაზე საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 1 წლის ვადით და შემოთავაზებული საგარანტიო ვადით უნდა ქონდეს აღნიშნულ პროდუქციაზე სერვისის განხორციელების საშუალება. 
წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქული კონვერტით, ქვემოდ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს 2025 წლის 14 მარტის 18:00 საათამდე.

ფონდი ”აფხაზინტერკონტი” (AIC), ნინოშვილის/დავითაშვილის ქ. #27/2 ( ყოფილი 101), ქუთაისი, 4600, საქართველო. დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ მოგვმართოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aicinfo2022@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ქვემოდ მოცემულ ტელეფონებზე არაუგვიანეს 2025 წლის 12 მარტამდე.

საკონტაქტო პირი: +995 593 30 79 69 გიორგი ცხვედიანი
(გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტს)
დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა