სერვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი BET25
მივლინება: არა ხელფასი: 2000
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"BET25" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: 2000 ლარი და მეტი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებლისთვის  შეკვეთების მიღება და მიწოდება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება;
  • საბარათე სისტემის და APP-ის ფუქნციების დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com   და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის მენეჯერი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.