სლოტ-კლუბი აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული
ტრანსპორტირება - ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია
სამუშაო განაკვეთი: ოთხ დღეში ერთხელ 24 სთ
ანაზღაურება: ხელფასი 1700 ლარი და მეტი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის თანხის განაღდება, შეკვეთების მიღება და მიწოდება;
- მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება;
- ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
- საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.
გთავაზობთ:
- დრესკოდის უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას;
- კვებას;
- პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას
შერჩევის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება;
- ტრენინგი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career20b@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის მენეჯერი მარნეული".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.