მდგრადობის/ESRS პროექტის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მდგრადობის/ESRS პროექტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • პროექტის დეტალური გეგმის შექმნა, დავალებების განაწილება, რისკების შეფასება და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • პროექტისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების და პრეზენტაციების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • კომპანიის სხვადასხვა მიმართულების სამსახურთან თანამშრომლობა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების/განხორციელების მიზნით და შესაბამისი დავალებების შექმნა/მონიტორინგი;
  • მდგრადობის სფეროში არსებული სიახლეების შესწავლა, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • კომპანიის პოლიტიკა/გაიდლაინების შემუშავება მდგრადობის მიმართულებით;
  • მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მდგრადობის მენეჯმენტის ან გარემოსდაცვით მეცნიერებების მიმართულებით;
  • MS Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მდგრადობის/ESRS პროექტის სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 15 მარტი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/