კომპანია შპს „ჰორიზონს ჯგუფი“ ეძებს პოლონური ენის სპეციალისტს, რომელიც შეძლებს პროფესიონალურ დონეზე თარგმნას და კომუნიკაციას პოლონურ ენაზე.
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პოლონური ენის ზეპირი და წერილობითი თარგმნა;
- პოლონურენოვან პარტნიორებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია;
- დოკუმენტაციის შედგენა და თარგმნა.
მოთხოვნები:
- პოლონური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია C1/C2 ან მშობლიური);
- კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზაციული უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - პოლონური ენის სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!
ჰორიზონს ჯგუფი