ჩინური ენის სპეციალისტი (სავაჭრო კომუნიკაცია)
ადგილმდებარეობა: თბილისი / ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარ განაკვეთი
განაცხადების მიღება:
25 მარტის ჩათვლით
ინჟინერიქსი – ინოვაციური საინჟინრო კომპანია, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, ეძებს
ჩინური ენის სპეციალისტს, რომელიც მართავს სავაჭრო და საქმიან კომუნიკაციას ჩინურ მწარმოებლებთან!
ძირითადი მოვალეობები:
- ჩინურ კომპანიებთან კომუნიკაცია (ელ. ფოსტა, ზარები, ონლაინ შეხვედრები)
- მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები და საუკეთესო პირობების შეთანხმება
- ყიდვა-გაყიდვის პროცესის მართვა – შეკვეთების, ფასების და მიწოდების დეტალების შეთანხმება
- დოკუმენტაციის თარგმნა (ხელშეკრულებები, ინვოისები, სატრანსპორტო დოკუმენტები)
- გამოფენებსა და ბიზნეს-შეხვედრებში მონაწილეობა
მოთხოვნები:
- ჩინური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი)
- ბიზნეს კომუნიკაციის გამოცდილება (განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში)
- Excel-ის, Word-ის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მოლაპარაკებების უნარი
- უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება იმპორტ-ექსპორტის და ლოჯისტიკის მიმართულებით
რას გთავაზობთ?
- შესაძლებლობა, იმუშაოთ გლობალურ კომპანიებთან
- კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსები წარმატებული გარიგებებისთვის
- საერთაშორისო საქმიანი კომუნიკაციის გამოცდილება
- კარიერული ზრდის და განვითარების პერსპექტივა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე:
tornike@engineerx.geგაიგე მეტი ჩვენ შესახებ:
https://www.facebook.com/engineerxengineerx