ჩინური ენის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ინჟინერიქსი
მივლინება: არა
ენები: ჩინური
მეცნიერება/განათლება: უცხო ენების სპეციალისტი
ჩინური ენის სპეციალისტი (სავაჭრო კომუნიკაცია)
ადგილმდებარეობა: თბილისი / ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარ განაკვეთი
განაცხადების მიღება: 25 მარტის ჩათვლით
ინჟინერიქსი – ინოვაციური საინჟინრო კომპანია, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, ეძებს ჩინური ენის სპეციალისტს, რომელიც მართავს სავაჭრო და საქმიან კომუნიკაციას ჩინურ მწარმოებლებთან!

ძირითადი მოვალეობები:
  • ჩინურ კომპანიებთან კომუნიკაცია (ელ. ფოსტა, ზარები, ონლაინ შეხვედრები)
  • მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები და საუკეთესო პირობების შეთანხმება
  • ყიდვა-გაყიდვის პროცესის მართვა – შეკვეთების, ფასების და მიწოდების დეტალების შეთანხმება
  • დოკუმენტაციის თარგმნა (ხელშეკრულებები, ინვოისები, სატრანსპორტო დოკუმენტები)
  • გამოფენებსა და ბიზნეს-შეხვედრებში მონაწილეობა

მოთხოვნები:
  • ჩინური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი)
  • ბიზნეს კომუნიკაციის გამოცდილება (განსაკუთრებით სავაჭრო სფეროში)
  • Excel-ის, Word-ის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მოლაპარაკებების უნარი
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება იმპორტ-ექსპორტის და ლოჯისტიკის მიმართულებით

რას გთავაზობთ?
  • შესაძლებლობა, იმუშაოთ გლობალურ კომპანიებთან
  • კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსები წარმატებული გარიგებებისთვის
  • საერთაშორისო საქმიანი კომუნიკაციის გამოცდილება
  • კარიერული ზრდის და განვითარების პერსპექტივა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: tornike@engineerx.ge
გაიგე მეტი ჩვენ შესახებ: https://www.facebook.com/engineerxengineerx
დაგვიკავშირდით: +995577 444 123, +995 558 44 44 92